„მუნდო დეპორტივო“ - „ბარსელონაში“ კვარაცხელიას ტრანსფერზე დღემდე ფიქრობენ #1TVSPORT
„ბარსელონას“ სჭირდება შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერება. კლუბის სიაში ბევრი სახელია, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ ავრცელებს.
„ჭორები იმის შესახებ, რომ „ბარსელონას“ სურს დაიმატოს „მილანიდან“ რაფაელ ლეაო, სულ უფრო დამაჯერებელი ხდება. თუმცა მადრიდის „რეალსა“ და „კალიარისთან“ წარმატებული მატჩების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, „როსონერი“ პორტუგალიელის წასვლას დათანხმდეს.
ლეაო სერია A-დან ერთადერთი არაა. „ბლაუგრანაში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე დღემდე ფიქრობენ. „ნაპოლის“ თავდამსხმელს ჯერ კლუბთან კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2027 წლის ივნისში ეწურება.
„ბარსელონას“ სიაში ასევე არიან: ნიკო უილიამსი (ბილბაო „ატლეტიკი“), ესპანეთის ნაკრებში ბოლო ევროპის ჩემპიონატის გმირი, ლეროი სანე („ბაიერნი“), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“). ფეხბურთელებთან მოლაპარაკების დაწყებას კლუბი იანვარში აპირებს, ხოლო ახალი ფეხბურთელის დამატება მომავალ ზაფხულსაა მოსალოდნელი“, – ამტკიცებს „მუნდო დეპორტივო“.