მუნდიალზე რასიზმი მკაცრად დაისჯება. მსაჯებს თამაშის გადადების უფლებაც ექნებათ.
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია რასიზმის გამოვლინებების აღმოჩენაში მოამზადებს იმ მსაჯებს, რომლებიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მოემსახურებიან, – წერს ბრიტანული გაზეთი Daily Mail.
ამასთან, არბიტრებს დიდი უფლებამოსილება ექნებათ – რასისტული გამოხტომების შემთხვევაში, მათ შეეძლებათ თამაშის შეწყვეტა და გადადებაც კი.
მატჩებზე მსაჯებს დაეხმარებიან სპეციალური დამკვირვებლები, რომლებიც ყურადღებას მიაქცევენ ნებისმიერ დისკრიმინაციას. ისინი მუშაობას დაიწყებენ ჩემპიონატის პირველივე დღიდან – 14 ივნისიდან, როცა გაიმართება გახსნის მატჩი რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის.