მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა მომავალი ტურნირის ოფიციალური პოსტერი წარმოადგინეს.
მისი მთავარი ფიგურა სსრკ-ის ნაკრების ლეგენდარული მეკარე ლევ იაშინია.
მსოფლიოს ჩემპიონატი 2018 წელს 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება. ფინალური ტურნირის წილისყრა, პირველ დეკემბერს, მოსკოვში ჩატარდება. ცერემონია თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.