ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი უილ სმიტი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნის პროდიუსერი და შემსრულებელი იქნება, – წერს ინტერნეტ-რესურსი Vibe.
მასთან ერთად, ტრეკის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ – მომღერალი ნიკი ჯემი და შემსრულებელი ალბანეთიდან ერა ისტრეფი.
გამოცემის ინფორმაციით, მუსიკას ჰიმნისთვის დაწერს პოპულარული პროდიუსერი დიპლო.
უილ სმიტის “ინსატაგრამზე” ასევე გაჩნდა ფოტო მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურ ბურთთან ერთად.