მუნდიალის გახსნის მატჩზე ბურთების მიმწოდებლები გოგონები იქნებიან
მუნდიალის გახსნის მატჩზე ბურთების მიმწოდებლები გოგონები იქნებიან

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გახსნის მატჩზე, რომელშიც ტურნირის მასპინძელი რუსეთი და საუდის არაბეთი შეხვდებიან ერთმანეთს, ფეხბურთელებს ბურთებს გოგონები მიაწვდიან. მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდება.

“ბოლბოის” ფუნქციები დაეკისრებათ ფეხბურთელ გოგონებს კლუბიდან “კადეტები” (ქალაქი არჰიზი, თათრეთის რესპუბლიკა).

“ფეხბურთელებს უყვართ თავისუფალი დროის ერთად გატარება. მაგალითად, შარშან, მათ ერთად მოინახულეს ყაზანში კონფედერაციათა თასის პარკი და იქ რონალდინიოს შეხვდნენ”, – ასე ახასიათებს პროექტის ორგანიზატორი “კადეტებს”.

კლუბში, რომელიც თათრეთის ჩემპიონატის მესამე პრიზიორია, 13-16 წლის ფეხბურთელებისგან შედგება.
გია თვალაბეიშვილი