კიდევ ორი ქვეყნის – შვედეთისა და დანიის მთავრობები განიხილავენ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას, – იტყობინება სააგენტო ‘ასოშეიტედ პრესი’.
შვედეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა სააგენტოს განუცხადა, რომ ოფიციალური პირების უარს რუსეთში გამგზავრებაზე განსახილველად გამოიტანენ. როგორც დანიის სამინისტროში განაცხადეს, ბოიკოტის საკითხი განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ თქვა უარი, დასწრებოდა მუნდიალის გახსნის ცერემონიას. ის ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს შეუერთდა. ანალოგიურ შესაძლებლობას განიხილავს ისლანდიის მთავრობაც.
ბრიტანეთმა, რომელმაც ეს ტალღა წამოიწყო, ამგვარი გადაწყვეტილება რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, ლონდონში მცხოვრები სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო მიიღო.