მოჰამედ სალაჰის ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში დაიდგა. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ასეთი სიახლის შესახებ წინასწარ იცოდა, თუმცა მუზეუმში მისული მაინც გაკვირგებული დარჩა.
„მადამ ტიუსოს მუზეუმში ფიგურის დადგმა დიდი აღიარებაა. ვიდრე ჩემს ასლთან არ დავდექი, ამის არ მჯეროდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სარკეში ვიყურები. ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობენ ჩემი გულშემატკივრები“, – განაცხადა სალაჰმა, რომელიც „ლივერპულის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, ზედიზედ 9 მატჩში რომ გაიტანა.
მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – „ატლეტიკო“ მადრიდში დაამარცხა.