მუგურუსამ აფრიკის უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო
მუგურუსამ აფრიკის უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონი გარბინე მუგურუსა აფრიკის უმაღლეს მწვერვალზე – კილიმანჯაროზე ავიდა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში ექსპედიციის ფოტოები განათავსა და მწვერვალზე ასვლის სირთულეებზეც ილაპარაკა.

„გადავკვეთეთ ჩანჩქერები, მდინარეები, გაყინული მდინარეები, მღვიმეები, უფსკრულები. და ყველაზე მძიმე – გადავიტანეთ ყინულოვანი ღამეები.

მინუს 12 გრადუსი ცელსიუსით, ყველაზე მაღალ მწვერვალზე აფრიკაში – 5895 მეტრი. მადლობა ექსპედიციასა და ჩემს ინსტრუქტორს“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ მუგურუსამ.

2016 წელს, 26 წლის ჩოგბურთელმა მოიგო როლან გაროსი, მომდევნო წელს – უიმბლდონი. დღეისთვის, მუგურუსა WTA-ის რეიტინგში 35-ე ადგილზეა.