მტკივნეული მარცხი თურქულ შეკრებაზე - „დინამო“ მოგებას ვერ ახერხებს [ვიდეო]
„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ჩემპიონი რუსეთის პრემიერლიგელ „სოჭთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3.
გიორგი ნემსაძემ დაცვის ხაზი შეცვალა და საიმონ ბენიოს ნაცვლად, უკან საყრდენი ნახევარმცველი გიორგი პაპავა დახია. ანგარიშის გახსნა მე-8 წუთზე თბილისელთა სერბ ლეგიონერს, ზორან მარუიშიჩს შეეძლო, მაგრამ მეკარეს თავზე ბურთი ვერ გადაუგდო და შანსი გაანიავა.
მე-10 წუთზე ანგარიში რუსულმა გუნდმა გახსნა. თბილისელებმა ბურთი ვერ მოიგერიეს და ეკვადორის ნაკრების ნახევარმცველმა კრისტიან ნობოამ ძლიერად დაარტყა – 0:1. 33-ე წუთზე „სოჭმა“ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟოაოზინიომ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 0:2.
მეორე ნახევარში თბილისელთა შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა და სხვაობის შემცირებას აკაკი შულაია და ილია ახვლედიანი ცდილობდნენ, მაგრამ მათ მცდელობებს შედგი არ მოჰყოლია. 84-ე წუთზე კი მორიგი მწვავე კონტრშეტევა სერგეი ტერეხოვმა გოლით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „დინამო“ 0:3 დამარცხდა.
საქართველოს ჩემპიონმა თურქულ შეკრებაზე მეშვიდე მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო, ერთიც ფრედ დაასრულა, ხოლო ხუთში დამარცხდა. შეკრებაზე ბოლო შეხვედრას თბილისელები 11 თებერვალს გროზნოს „ახმატთან“ გამართავენ.