მტკივნეული მარცხი ლიგიდან გავარდნილ „შუქურასთან“ - „თელავმა“ საშინაო მატჩი წააგო #1TVSPORT
მტკივნეული მარცხი ლიგიდან გავარდნილ „შუქურასთან“ - „თელავმა“ საშინაო მატჩი წააგო #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურამ“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში სენსაციური შედეგი დააფიქსირა – რევაზ ძოძუაშვილის გუნდი „თელავს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

„თელავი“ ლიგაში დასარჩენად იბრძვის, ქობულეთის „შუქურა“ კი ეროვნულ ლიგა 2-ში ოფიციალურად დაქვეითდა და დასაკარგი არაფერი ჰქონდა. „კავკასიონი არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

„თელავი“ უპირატესობას ფლობდა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში გაცილებით მწვავედ უტევდა, მეტი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ბურთი 90-ე წუთზე საკუთარ კარში მიიღო – გიორგი ჯანელიძის შესრულებულ ჯარიმაზე დავით მუჯირმა მეკარესაც დაასწრო, მცველსაც და „შუქურას“ გამარჯვება მოუტანა – 1:0.

„თელავს“ 31 ტურის შემდეგ 29 ქულა დარჩა, „სამტრედიას“ მარცხით (29) და გადასწრების შანსით ვერ ისარგებლა, ხოლო „შუქურამ“ (11 ქულა) სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.