მტკივნეული მარცხი - ელიტ რაუნდში ფინეთი გავიდა
მტკივნეული მარცხი - ელიტ რაუნდში ფინეთი გავიდა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ელიტ რაუნდში გასვლის მშვენიერი შანსით ვერ სიარგებლა, ბოლო შეხვედრაში მტკივნეული მარცხი იწვნია და გათამაშებას გამოეთიშა.
 
პოლონეთში გამართულ მინი-ტურნირი გუნდმა მასპინძელ პოლონელებთან მოგებით (4:2), დაიწყო, შემდეგ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ესპანეთთანაც ბოლომდე იბრძოლა (2:3) და ბოლო ტური ფინეთთან ჩააგდო.
ანგარიში ფინელებმა გახსნეს, არჩილ სებისკვერაძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ შესვენებამდე მეტოქემ შოთა თოფურიას ავტოგოლით დაწინაურდა 1:2. მეორე ნახევარში სეფისკვერაძემ წონასწორობა მეორედ აღადგინა, მაგრამ ყველაფერი 35-ე წუთზე აირია, როდესცა ჰოსიომ ფინელები ისევ დააწინაურა 2:3. ჩვენები ვა-ბანკზე წავიდნენ, მაგრამ კიდევ ორი ბურთი გაუშვეს და ფინეთი ელიტ რაუნდშია – 2:5.
საქართველო – ფინეთი 2:5
გოლები: 0:1 იურკიინენი (8), 1:1 სებისკვერაძე (12), 1:2 თოფურია (19. ავტოგოლი), 2:2 სეფისკვერაძე (27), 2:3 ჰოსიო (36), 2:4 აუტიო (39. 10-მეტრიანი), 2:5 სავოიალინენი (40)
საქართველო: კუპატაძე – რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, ფუმასა – ბუკია (მ), გიორგაია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე, კურტანიძე, ნიკვაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი