მტკივნეული მარცხი ბოლოსწინა ტურში - ქართველების „აპოელმა“ ნიქოზიური დერბი დათმო #1TVSPORT
„აპოელი“ ნიქოზიურ დერბიში „ომონიას“ ესტუმრა, დაძაბულ შეხვედრაში 1:0 დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა.
კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის 35-ე ტურის დაპირისპირებაში ორივე ქართველი ფეხბურთელი, ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში იყო.
ქვილითაიას პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა: 29-ე წუთზე ნდონგალას ძლიერი დარტყმა მეკარემ მოიგერია, გიორგი კარის წინ მარტო აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.
გადამწყვეტი გამოდგა მეორე ტაიმში გატანილი გოლი – 69-ე წუთზე „ომონიას“ სერბმა ლეგიონერმა, ველიკო სიმიჩმა „აპოელის“ კარის აღება მოახერხა და გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა, ხოლო ქართველების კლუბი კონკურენტის, ლარნაკას აეკ-თან მატჩამდე პირველობას ინარჩუნებს.
ჩემპიონის ბედი 11 მაისს სწორედ კონკურენტი გუნდების უშუალო დაპირისპირებაში გადაწყდება, რომელსაც „აპოელი“ უმასპინძლებს.