მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი სექსიზმში დაადანაშაულეს და ექსპერტობას ჩამოაშორეს
„მილანის“, „ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ფულვიო კოლოვატი იტალიის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერს ჩამოაშორეს. ის სექსიზმშია დადანაშაულებული.
„ფუტბოლ იტალიამ“ (Football Italia) დაწერა, რომ ტელეკომპანია „რაიმ“ (RAI) ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ექსპერტად მუშაობს სამუშაოს სამი კვირით ჩამოაშორა. ერთ-ერთ საფეხბურთო შოუში მან ასეთი რამ განაცხადა: „ქალებს არ შეუძლიათ ტაქტიკის განხილვა. გულის რევის შეგრძნება მაქვს, როცა ისინი ამ თემაზე ლაპარაკს იწყებენ“.
მოგვიანებით, კოლოვატიმ ბოდიში მოიხადა: „მინდა ბოდიში მოვიხადო, თუ ჩემს მიერ ნათქვამმა ქალების გრძნობებზე იმოქმედა. არავის წყენინება არ მინდოდა. ჩემმა ნაცნობებმა იციან, რომ ქალებს პატივს ვცემ“.
იტალიის ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილენა ბერტოლინიმ პასუხად 61 წლის კოლოვატის „პრიმიტიული“ უწოდა
ფულვიო კოლოვატი იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონია. ის ტელეკომპანიაში მუშაობას ცხრა მარტს დაუბრუნდება.