მსოფლიოს ყოფილი მე-12 ჩოგანი კარიერას ასრულებს
მსოფლიოს ყოფილი მე-12 ჩოგანი კარიერას ასრულებს

მსოფლიოს ყოფილი მე-12 ნომერი, 37 წლის ფელისიანო ლოპესი, 2019 წლის სეზონის შემდეგ აქტიურ კარიერას ასრულებს, – ამის შესახებ მან თავად განაცხადა ესპანური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

ლოპესს ერთეულებში ATP-ის ექვსი ტიტული აქვს მოპოვებული. ამ მომენტისთვის მას 64-ე ადგილი უჭირავს რეიტინგში.

კარიერის დასრულების შემდეგ, ლოპესი მადრიდის „მასტერსის“ დირექტორი გახდება.