2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი თვე დარჩა და პლანეტის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდო სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს. დღეს, 8 თებერვალს, თასი თბილისში ცნობილმა ფრანგმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, კრისტიან კარამბემ ჩამოიტანა. აეროპორტში მას თბილისის მერი კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები ვლადიმერ გუცაევი, რევაზ ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე და სხვები დახვდნენ. თასი საქართველოში ერთ დღეს დაჰყოფს და ხვალ მეზობელ აზერბაიჯანში გაემგზავრება.
ავტორი -
რამაზ ხატიაშვილი