მსოფლიოს თასი 2023 | შერმადინი მსოფლიოს საუკეთესო ათ ცენტრს შორის [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს მმათველმა საკალათბურთო ორგანიზაციამ (ფიბა) გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ყურადღების ცენტრში – ცენტრები, რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე“.
მათ შორისაა საქართველოს ნაკრების წინახაზელი გიორგი შერმადინი, რომელსაც ფიბა-ს ჟურნალისტი ასე ახასიათებს:
„მწვრთნელებმა, რომლებიც შერმადინის გუნდს წვრთნიან, იციან – ბურთი ქართველ ცენტრამდე თუ მივა, ის აუცილებლად ჩააგდებს. გიორგი ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ქულებით მეექვსე იყო. ახლაც ფორმაშია და მზადაა გაუძღვეს საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე“.
შერმადინის გარდა ტოპ-10 ცენტრს შორის მოხვდნენ: ჯორდან ბელი (აშშ), ჟუ ქი (ჩინეთი), ოლეკ ბალჩეროვსკი (პოლონეთი), დენგ გეუ (უგანდა), ტიბორ პლეისი (გერმანია), ჟილსონ ბანგო (ანგოლა), ფურკან ჰალტალი (თურქეთი), მოჰამედ ალ სოვაილემი (საუდის არაბეთი), ისმაელ ბაკო (ბელგია).