მსოფლიოს შესარჩევზე საქართველოს კიბერნაკრებმა პირველად ითამაშა #1TVSPORT
„ლოკომოტივისა“ და საქართველოს ეროვნული კიბერნაკრების ფეხბურთელები, ლადო ონიანი და ნიკა ასათაშვილი აბუ-დაბიში გაემგზავრნენ და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ სერიაზე პირველი სათამაშო დღე დაასრულეს.
ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს ეროვნულმა კიბერნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. ტურნირი Playstation 5-ის კონსოლით, Fifa 2022-ში იმართება.
ნიკა ასათაშვილმა და ლადო ონიანმა პირველი 3 ქულა საქართველოს კიბერნაკრებს ბაჰრეინთან მოგებით მოუტანეს – 3:0. მსოფლიო ჩემპოიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში ჩვენი გუნდი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა ყატართან (0:1) და ყაზახეთთან (1:2), ორბურთიანი სხვაობით წააგო მაროკოსთან, ხოლო მასპინძელ არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან (0:3) მატჩი დიდი სხვაობით დათმო. 21 მაისს გუნდი მეორე სათამაშო დღეს მორიგ მატჩებს გამართავს.
საქართველო – ბაჰრეინი 3:0
საქართველო – ყატარი 0:1
საქართველო – ყაზახეთი 1:2
საქართველო – მაროკო 1:3
საქართველო – საემიროები 0:3