მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ფლუმინენსეს“ შეხვდება #1TVSPORT
საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ფინალური წყვილი გამოვლინდა. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ ბრაზილიურ „ფლუმინენსეს“ შეხვდება.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ტურნირის ნახევარფინალში იაპონური „ურავა რედსი“ 3:0 დაამარცხა. „სიტის“ პირველ ტაიმში გაუჭირდა და ტაიმის მიწურულს მეტოქის ფეხბურთელის, ჰოიბრაატენის ავტოგოლით დაწინაურდა.
მეორე ტაიმში ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა რიტმი იპოვა, გოლების გატანა მატეო კოვაჩიჩმა და ბერნარდუ სილვამ მოახერხეს.
მეორე ნახევარფინალში კოპა ლიბერტადორესის ჩემპიონმა, „ფლუმინენსემ“ ეგვიპტის „ალ-აჰლის“ 2:0 მოუგო. ბრაზილიელებს 70-ე წუთამდე სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. 71-ე წუთზე მარსელოს გამომუშავებული პენალტი არიასმა გაიტანა, ხოლო შეხვედრაში საბოლოო ანგარიში ჯონ კენედიმ 90-ე წუთზე დააფიქსირა.
მსოფლიოს 2023 წლის საკლუბო ჩემპიონატის ფინალი 22 დეკემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება. ორივე გუნდისთვის ეს ამ ტურნირის ისტორიაში პირველი ფინალია.