მსოფლიოს რეკორდის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა - ქართველმა მექსიკელის შედეგი ვერ გააუმჯობესა
მსოფლიოს რეკორდის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა - ქართველმა მექსიკელის შედეგი ვერ გააუმჯობესა

ლევან შერაზადიშვილის მცდელობა, რომ ბურთის კენწვლაში მსოფლიოს რეკორდის დაემყარებინა, სამწუხაროდ, წარუმატებლად დასრულდა.

31 წლის ქართველი ბურთის კენწვლას გაუჩერებლად 28 საათზე მეტ ხანს აპირებდა. რეკორდსმენი კი მექსიკელი აბრაამ მუნიოზია, რომელმაც 2017 წელს 5-6 მაისს ნიუ-იორკში ბურთი 28 საათის განმავლობაში კენწლა.

ლევან შერაზადიშვილმა კენწვლა 11:05 საათზე დაიწყო და იმედოვნებდა, რომ, 23 აგვისტოს 15:00 საათის შემდეგ მსოფლიო რეკორდით დაასრულებდა. ის მსოფლიოს რეკორდი დამყარებას “თბილისი მოლში” საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერითა და საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით ცდილობდა.

რეკორდის გაუმჯობესება რომ ვერ მოეხრხდა, საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა დაგვიდასტურა.

“ლევანი რეკორდის გააუმჯობესებაზე 2016 წლის შემდეგ ვარჯიშბდა და გვჯეროდა, რომ მექსიკელის შედეგს დაამხობდა. სამწუხაროდ, 7,5 საათის შემდეგ გაჩერდა და რეკორდის გაუმჯობესება ვეღარ მოახერხა. შესაძლოა, ხელი იმანაც შეუშალა, რომ რეკორდის დამყარების პროცესში ბურთი გაუფუჭდა და იძულუბით შვეუცვალეთ. ამან სასიკეთოდ არ იმოქმედა. იყო ათასი სხვა მიზეზი, რაც მომავალში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. შევთავაზეთ, რომ ვარჯიში გააგრძელოს და იმედია, ასეც მოხდება. ისიც ფაქტია, რომ ასეთი შედეგი საქართველოში არ დამყარებულა” – ამბობს დავით ბეგიაშვილი.

ლევან შერაზადიშვილი ბურთის კენწვლით 14 წლიდან დაინტერესდა. პროფესიულ დონეზე ფეხბურთი არასდროს უთამაშია, რეკორდის დამყარებას კი პირველად შეეცადა.