მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგი მცველი ლუკას ერნანდესი უახლოეს თვეებში შესაძლოა „ნიუკასლ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდეს. როგორც გერმანული გამოცემა „ბილდი“ იუწყება, ეს ტრანსფერი საუდელი ინვესტორების მიერ „ნიუკასლის“ შეძენისთანავე განხორციელდება.
გასულ ზაფხულს ერნანდესი „ბაიერნში“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა და გერმანულმა გრანდმა მასში 80 მილიონი ევრო გადაიხადა, რითაც ფრანგი მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა ვირჯილ ვან დეიკის შემდეგ. მიმდინარე სეზონში ერნანდესმა ბაიერნის მაისურით 14 მატჩი ჩაატარა.