არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კარლოს ბილარდო კორონავირუსით დაავადდა. 82 წლის სპეციალისტი ალმაგროში მოხუცთა სახლში დაინფიცირდა. ბილარდო იზოლირებულია. ამ მომენტისთვის მისი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
„ჩვენ არ შეგვიძლია მისი ნახვა პანდემიის გამო, მაგრამ ტელეფონით ვილაპარაკეთ. რაც შეეხება მოხუცთა სახლს, ეს არის დიდი სარეაბილიტაციო ცენტრი რამდენიმე სახლით. ისინი კარგად ზრუნავენ პაციენტებზე“, – განაცხადა კარლოს ბილარდოს ძმამ.
აღვნიშნავთ, რომ ბილარდო მოხუცთა სახლში მკურნალობის გამო აღმოჩნდა. 2017 წელს, მწვრთნელს ჰაკიმ-ადამსის სინდრომი დაუდგინეს.
კარლოს ბილარდომ 1986 წელს არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა.