მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელი გახდება. ამის შესახებ წერს გამოცემა Libertad Digital.

ზიდანს აქვს უკვე შეთანხმება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან იმაზე, რომ ის დიდიე დეშამს შეცვლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.

აღვნიშნავთ, რომ დეშამის მოქმედი კონტრაქტი ფედერაციასთან 2022 წლის დეკემბრამდეა ძალაში. ზიდანი ნებისმიერ შემთხვევაში ჩაუდგება სათავეში ნაკრებს, რა შედეგიც არ უნდა აჩვენოს მან მსოფლიოს ჩემპიონატზე.