მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ესპანეთის ნაკრებში შეიძლება მწვრთნელი შეიცვალოს #1TVSPORT
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ესპანეთის ნაკრებში შეიძლება მწვრთნელი შეიცვალოს #1TVSPORT

ევრო 2024-ის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქემ ესპანეთმა, შესაძლოა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალოს.

ნაკრების ამჟამინდელ დამრიგებელს ლუის ენრიკეს მსოფლიო პირველობის შემდეგ კონტრაქტი უმთავრდება და უკვე არსებობს მისი პოტენციური შემცვლელი.

როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, „სევილიას“, „ვილიარეალის“, „ვალენსიასა“ და „ბილბაოს“ ყოფილმა მწვრთნელმა მარსელინო ტორალმა ამ დღეებში საკლუბო ფეხბურთში ორ შეთავაზებაზე თქვა უარი. მას იმედი აქვს, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება ყატარის ტურნირის შემდეგ.