მსოფლიო ჩემპიონატი 2022, შესარჩევი - С ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
ფაქტები
* იტალიის ნაკრები რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით 23 მატჩია არ მარცხდება – 18 მოგება და ხუთი ფრე. ბოლო წაგება 2018 წლის 10 სექტემბრით თარიღდება.
* იტალიას საკუთარ მოედანზე 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. მანჩინიმდე ეს შეძლეს ენცო ბეარზოტმა და მარჩელო ლიპიმ, რომლებმაც „სკუადრა აძურა“ 1982 და 2006 წლებში ჩემპიონობამდე მიიყვანეს.
* იტალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში საკუთარ მოედანზე ზედიზედ 56 მატჩია არ წაუგია.
* ლეონარდო ბონუჩიმ მე-100 მატჩი ჩაატარა იტალიის ნაკრებში. ის მერვე ფეხბურთელია, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.
* დომენიკო ბერარდიმ ნაკრებში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.
ბულგარეთი-შვეიცარია 1:3
გოლები: 0:1 ემბოლო (7), 0:2 სეფეროვიჩი (10), 0:3 ცუბერი (12), 1:3 დესპოდოვი (46)
იტალია-ჩრ. ირლანდია 2:0
გოლები: 1:0 ბერარდი (14), 2:0 იმობილე (39)