მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში - ინანეიშვილმა საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში - ინანეიშვილმა საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ქართველმა ძიუდოისტებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს.

ჩვენმა ორმა სპორტსმენმა – ილია სულამანიძემ (100) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილმა ტურნირის ოქროს მედლები მოიპოვეს. ინანეიშვილმა ფინლში უნგრელ სპორტსმენს დამატებით დროში სუფთა გდებით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეოთხე ოქრო მოუტანა.

ფინალურ ბლოკში კარგად იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ყულაბაში დღემდე ორი ოქროს მედალი გახლდათ. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) გახდნენ.

დღევანდელი წარმატების შემდეგ კი საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედლით და ერთი ბრინჯაოთი საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

ინანეიშვილის გამარჯვება 1/2 ფინალში: