მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს ოთხი ქართველი იასპარეზებს | ძიუდო
მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
100-კგ წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას ილია სულამანიძე შეეცდება, +100კგ-ში კი გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი იჭიდავებენ.
ქალებს შორის, +78კგ-ში, ტატამზე სალომე მაყიშვილი გამოვა. შეგახსენებთ, რომ სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ყულაბაში სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ჩვენი ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე იმყოფება.
დღევანდელი წინასწარი შეხვედრები 13.30-ზე, ხოლო ფინალური ბლოკი 19.00 საათზე დაიწყება.