მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ხვალიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ #1TVSPORT
მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ხვალიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ხვალიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრები მსოფლიო პირველობაზე შემდეგი შემადგენლობით გამოვა:

57 კგ – რამაზ თურმანიძე

61 კგ – თეიმურაზ ვანიშვილი

65 კგ – ივერიკო ჯულაყიძე

70 კგ – გიორგი ელბაქიძე

74 კგ – თემურ ბერუაშვილი

79 კგ – გოგა მამიაური

86 კგ – დემურ მეგენეიშვილი

92 კგ – ლუკა ხუჭუა

97 კგ – ზურიკო ურთაშვილი

130 კგ – სოლომონ მანაშვილი

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ჭიღლაძეა, მწვრთნელები – თემურ მინდიაშვილი და აკაკი კუნჭულია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაასრულეს. მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ჩემპიონები ლერი აბულაძე და აივენგო რიკაძე გახდენე, მესამე ადგილი კი ფრიდონ აბულაძემ დაიკავა.

დატოვე კომენტარი