მსოფლიოს 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სამი ქართველი ფინალში იასპარეზებს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთმა ქართველმა დაიწყო ასპარეზობა. მათგან სამი: ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ფინალში იჭიდავებენ.
ერთი ქართველი ბექა მამუკაშვილი (77კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან გააგრძელებს.
ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ასპარეზობა ადრეულ ეტაპზე დაასრულა.
ფინალური ბლოკი ხვალ,2 ნოემბერს თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.