მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატს საუდის არაბეთი უმასპინძლებს #1TVSPORT
მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი საუდის არაბეთში გაიმართება – საერთაშორისო პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფიფა-ს ეს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი
„ფეხბურთი მსოფლიოს ისე აერთიანებს, როგორც სპორტის არც ერთი სხვა სახეობა. ფეხბურთი ფანჯარაა, ფეხბურთი გზავნილია, რომელიც სხვადასხვა კულტურების ერთად ყოფნას ნიშნავს“, – აცხადებს ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო.
ავსტრალია 2034 წლის მუნდიალის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, თუმცა, საერთშორისო პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანა-კონტინენტი მსოფლიო პირველობის ჩატარებისთვის გამართულ ბრძოლას გამოეთიშა.