მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, შესაძლოა, თამაშგარეს ავტომატურად გამოვლენის ტექნოლოგია დაინერგოს #1TVSPORT
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, შესაძლოა, თამაშგარეს ავტომატურად გამოვლენის ტექნოლოგია დაინერგოს #1TVSPORT

ლონდონის „არსენალის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს მიაჩნია, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის უნდა დაჩქარდეს თამაშგარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ამ მიზნით, უნდა აამოქმედონ ოფსაიდის ავტომატურად გამოვლენის ტექნოლოგია.

„უნდა გავაგრძელოთ პროგრესი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების მხრივ. განსაკუთრებით ეს ეხება ოფსაიდის წესს. 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესაძლებელია ძალიან სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ნაკლებად შეაყოვნებს თამაშს, ვიდრე ეს VAR-ის სისტემის შემთხვევაში ხდება.

მაღალია იმის ალბათობა, რომ ოფსაიდის გამოვლენა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ავტომატიზებული იქნება. ვალდებული ვარ, ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შევინახო, მაგრამ ეს იქნება მორიგი დიდი მიღწევა მსაჯობაში“, – ამბობს ვენგერი.

დღეისათვის, 71 წლის ვენგერი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში გლობალური განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს.