მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, 2022 წელს ყატარში ჩატარდება.
ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა კალენდარი და გაირკვა, რომ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატს ყატარის რვა სტადიონი უმასპინძლებს. ტურნირს 21 ნოემბერს ყატარის ეროვნული ნაკრებისა და ჯერჯერობით უცნობი მეტოქის მატჩი გახსნის, რომელიც ალ ბაითის სტადიონზე ჩატარდება.
ჯგუფური ეტაპი 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.
1/8 ფინალი – 3-5 დეკემბერი.
1/4 ფინალი – 9-10 დეკემბერი.
1/2 ფინალი – 13-14 დეკემბერი.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს „ლუსაილის“ არენა უმასპინძლებს, სტადიონზე 80 ათასი მაყურებელი ეტევა.