მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ რუსი მოფარიკავე დაამარცხა, ბექა ბაზაძემ - სამხრეთ კორეელი #1TVSPORT
დღეს, 16 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მსოფლიო თასზე ქალთა და კაცთა შორის ინდივიდუალურ ასპარეზობაში ძირითადი ეტაპის შეხვედრები იმართება.
საქართველოს ნაკრების სახელს სამი მოფარიკავე იცავს. სანდრო ბაზაძემ რუსი ოლეგ პეტროვსკი 15:8 დაამარცხა, ხოლო ბექა ბაზაძემ სამხრეთ კორეელ გიონდონგ დოს 15:10 სძლია.
თეოდორა კახიანი-მეკლინგმა T64-ში აზერბაიჯანელი სევილ ბუნიატოვა 15:9 დაამარცხა, მაგრამ მომდევნო შეხვედრა ფრანგ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ მანონ ბრუნე-აპიტისთან 9:15 დათმო.