მსოფლიო თასი 2023, ქალები - გერმანიის ნაკრები სენსაციურად ჩარჩა ჯგუფში, ყველა მერვედფინალური წყვილი ცნობილია #1TVSPORT
მსოფლიო თასი 2023, ქალები - გერმანიის ნაკრები სენსაციურად ჩარჩა ჯგუფში, ყველა მერვედფინალური წყვილი ცნობილია #1TVSPORT

დასრულდა ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირი, რომლის ბოლო დღეს მესამე ტურის მატჩები გაიმართა H ჯგუფში. ამ შეხვედრების შედეგად, სენსაციურად ვერ მოხვდა პლეი ოფში გერმანია. მან 1:1 ითამაშა სამხრეთ კორეასთან, დააგროვა ოთხი ქულა და მესამე ადგილზე გავიდა.

გერმანიას მაინც რჩებოდა პლეი ოფში გასვლის შანსი, თუ პარალელურ მატჩში მაროკო ფრედ ითამაშებდა ან წააგებდა კოლუმბიასთან, მაგრამ მაროკოელებმა მოიგეს (1:0) და კოლუმბიელებთან ერთად 6-6 ქულით გავიდნენ მერვედფინალში.

გერმანია თავის ისტორიაში პირველად ჩარჩა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში. მანამდე ასევე ვერ გავიდნენ ჯგუფიდან იტალია და ბრაზილია.

 

1/8-ფინალი

5 აგვისტო

შვეიცარია-ესპანეთი (09:00)

იაპონია-ნორვეგია (12:00)

6 აგვისტო

ნიდერლანდები-ს. აფრიკა (06:00)

შვედეთი-აშშ (13:00)

7 აგვისტო

ინგლისი-ნიგერია (11:30)

ავსტრალია-დანია (14:30)

8 აგვისტო

კოლუმბია-იამაიკა (12:00)

საფრანგეთი-მაროკო (15:00)

 

1/4-ფინალი

11 აგვისტო

შვეიცარია/ესპანეთი – ნიდერლანდები/ს. აფრიკა (05:00)

იაპონია/ნორვეგია – შვედეთი/აშშ (11:30)

12 აგვისტო

ავსტრალია/დანია – საფრანგეთი/მაროკო (11:00)

ინგლისი/ნიგერია – კოლუმბია/იამაიკა (14:30)