მსოფლიო თასი 2023 - ცნობილია 21 ფინალისტი #1TVSPORT
მსოფლიო თასი 2023 - ცნობილია 21 ფინალისტი #1TVSPORT

კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ერთი ტური დარჩა ჩასატარებელი.

ბოლო ტურის წინ, რომელიც 25-27 თებერვალს გაიმართება, ცნობილია 21 ფინალისტი:

 

მასპინძელი – იაპონია, ფილიპინები

ევროპა – ფინეთი, გერმანია, ლატვია, იტალია, ესპანეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საფრანგეთი, საბერძნეთი

ამერიკა – კანადა, აშშ

აზია – ახალი ზელანდია, ლიბანი, ავსტრალია, ჩინეთი, იორდანია

აფრიკა – კოტ დ’ივუარი, სამხრეთ სუდანი, ეგვიპტე

 

გამოსავლენი დარჩა 11 ფინალისტი (სამი ევროპიდან, ხუთი ამერიკიდან, ერთი აზიიდან, ორი აფრიკიდან).

ფინალური ტურნირის წილისყრა 29 აპრილს გაიმართება.