მსოფლიო რაგბიმ საქართველოს ნაკრებს ვიდეო მიუძღვნა
მსოფლიო რაგბიმ საქართველოს ნაკრებს ვიდეო მიუძღვნა, სადაც იმაზეა საუბარი, თუ რატომ არიან ბორჯღალოსნები ძლიერნი შერკინებაში. ქართველთა შერკინებაზე ნაკრების კვაჭი, ჯაბა ბრეგვაძე საუბრობს.
„ეს ალბათ სისხლში გვაქვს კავკასიელებს, ქართველებს, რომ არ გვაქვს სისწრაფე, მაგრამ ვფლობთ ძალას. უფრო ბრძოლა გვიყვარს, ჭიდაობა გვეხერხება“, – ამბობს ბრეგვაძე.
მოკლე ვიდეოს სახელწოდებაა „რატომ გამოდიან ქართველები ასეთი კარგები შერკინებაში“ და ის მსოფლიო რაგბის ვებგვერდზეა განთავსებული.