მსოფლიო რაგბის რეიტინგში საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურდა #1TVSPORT
19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
„ბორჯღალოსნების“ ეს წარმატება მსოფლიო რაგბის რეიტინგშიც აისახა, განახლებულ კლასიფიკაციაში საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 76.23 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. ირლანდია – 91.82
2. საფრანგეთი – 90.47
3. ახალი ზელანდია – 88.98
4. სამხრეთ აფრიკა – 88.97
5. შოტლანდია – 82,77
6. ინგლისი – 82.12
7. ავსტრალია – 81.80
8. არგენტინა -80.72
9. უელსი – 78.08
10. იაპონია – 77.39
აქვე გთავაზობთ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ჯგუფის მეტოქეების პოზიციებს:
7. ავსტრალია – 81.80
9. უელსი – 78.08
11. საქართველო – 76.23
13. ფიჯი – 74.84
16. პორტუგალია – 67.72