"მსოფლიო რაგბის" ორგანიზაციამ ბელგია - ესპანეთის მატჩთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელიც ბელგია – ესპანეთის შეხვედრასა და რუმინეთის მსოფლიო თასზე კვალიფიკაციას ეხება.
განცხადებაში საუბარი იმაზე, რომ “მსოფლიო რაგბის”, მიღებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ, პრობლემის გადაჭრის ყველაზე უფრო მისაღებ გზად მატჩის განმეორებით ჩატარება მიაჩნდა.
“ამ მოსაზრების გამოთქმის შემდეგ, მივიღეთ ახალი ინფორმაცია, რომელიც ნაკრებში მოთამაშე მორაგბეების ქვეყნის საერთაშორისო დონეზე წარმოდგენის უფლებას ეხება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ადგილი აქვს “მსოფლიო რაგბის” რეგულაციების დარღვევას. საკითხის სირთულიდან გამომდინარე საჭიროა დეტალური გამოძიება.”
ბელგია – ესპანეთის მატჩის დასრულების შემდეგ ესპანელი მორაგბეების ქმედებას ცალკე საგამოძიებო კომიტეტი შეაფასებს.