მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში საქართველომ ორი საფეხურით წინ გადაინაცვლა
ბორჯღალოსნებმა ტონგასთან 20:9 მოგებული მატჩის შემდეგ 0,82 ქულა მოიპოვეს და 73.42 ქულით რეიტინგში მე-15-დან მე-13-ე ადგილზე გადაინაცვლეს.
მე-14 პოზიციაზეა ტონგა, მე-15 ადგილზე კი იტალიის ეროვნული ნაკრებია. რეიტინგის პირველ შვიდეულში არაფერი შეცვლილა. ლიდერი უცვლელია – ახალ ზელანდიას 92.54 ქულა აქვს. ფიჯელებმა კი საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ მე-10-დან მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლეს.