მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ითამაშებს #1TVSPORT
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში იტალიის ნაკრები 28:17 დაამარცხა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ბონუსქულაც მოიპოვეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათ მეხუთე ადგილისთვის გაეგრძელებინათ ბრძოლა, ვინაიდან C ჯგუფში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ინგლისთან მატჩში ქულის მოპოვება შეძლო და მეხუთე ადგილისთვის ითამაშებს, საქართველოს ნაკრები კი მეცხრე ადგილისთვის განაგრძობს ბრძოლას.
14 ივლისს მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება, რომელმაც ტურნირზე ყველა თამაში წააგო. მეორე ნახევრაფინალში ერთმანეთს იტალია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულები მეცხრე ადგილის მოსაპოვებლად ფინალში ითამაშებენ, დამარცხებულები კი ელიტაში დარჩენისთვის შეერკინებიან ერთმანეთს.