მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 16:22 დამარცხდა.
შეხვედრა ირლანდიელებმა სწრაფ ტემპში დაიწყეს და პირველ ტაიმში ორი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც ქართველებმა ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს და ტაიმი ირლანდიელების გამარჯვებით დასრულდა – 12:6.
მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს, 45-ე წუთზე ნიკა ლომიძემ ლელოს დადება მოახერხა, გარდასახვაც ზუსტი იყო და საქართველო 13:12 დაწინაურდა.
ამის შემდეგ ირლანდიელებმა ჯარიმა გაიტანეს და კიდევ ერთხელ მოახერხეს წინ გასვლა. 64-ე წუთზე ცირეკიძემ კიდევ ერთხელ დააწინაურა საქართველოს ნაკრები – ლუკამ ამჯერადაც ჯარიმა გაიტანა – 16:15.
ბოლო წუთებში ირლანდიამ დიდი ძალებით შეუტია და ე.წ. „გაწითლებულ დროში“ მაინც მოახერხა ლელოს დადება – საბოლოოდ 22:16 ირლანდიის სასარგებლოდ.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი წაგება აქვს. ქვეჯგუფის მესამე თამაშს საქართველოს ნაკრები 9 ივლისს იტალიასთნ გამართავს.