მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი | მეორედ იტალიასთან - უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ფინალური მატჩისთვის #1TVSPORT
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოლფიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ფინალურ შეხვედრაში იტალიას დაუპირისპირდება, რომელსაც ამ გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ერთხელ უკვე ეთამაშა, ოთხი ლელო დაუდო და ბონუსქულით, 28:17 დაამარცხა.
საქართველოსა და იტალიის ნაკრებების მატჩი ქეიფთაუნში 19 ივლისს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა გადამწყვეტი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა:
საქართველოს ნაკრები
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“), 14. ლუკა კეშელავა („არმია“), 13. ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), 12. გიორგი ხაინდრავა („ლელო“), 11. ოთარ მეტრეველი („აია“), 10. გელა ხელაძე („ლელო“), 9. გიორგი სპანდერაშვილი („ლელო“).
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე („ნევერი“), 2. თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), 3. დავით მჭედლიძე („ტულონი“), 4. დავით ლაგვილავა („გრენობლი“), 5. თემურ წულუკიძე („იუნკერები“), 6. გიორგი გერგედავა („კლერმონი“), 7. ანდრო დვალი („ლელო“), 8. ნიკა ლომიძე („ბეიონი“, კაპ.).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე („ლელო“), 17. ბაჩუკი ბარათაშვილი („აია“), 18. დავით მჭედლიშვილი („გრენობლი“), 19. თორნიკე ღანიაშვილი („ლელო“), 20. ლუკა სულუაშვილი („ორიაკი“); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი („ლელო“), 22. ლუკა კობაური („ლეუკატე“), 23. ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია.