მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ვიქტორ კოლელიშვილს სიუჟეტი მიუძღვნა [ვიდეო]
მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა YouTube არხმა ვიქტორ კოლელიშვილს სიუჟეტი მიუძღვნა.
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „კლერმონის“ მორაგბე, მომავალ მსოფლიო თასზე და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„მსოფლიო თასზე თამაში არის დიდი ზეიმი და შანსი იმის, რომ შენი საქმე წარმოაჩინო. დაანახო მთელ მსოფლიოს, თუ ვინ ხარ და ისიამოვნო თამაშით თანაგუნდელებთან ერთად. თუკი მსოფლიო თასზე მოვხვდი, ეს მესამე გათამაშება იქნება ჩემთვის, რაც ძალიან დიდი პატივია. 2019 წლის მსოფლიო თასი დიდი პასუხისმგებლობა იქნება „ბორჯღალოსნებისთვის“, რადგან წინა ტურნირზე ორი თამაში მოვიგეთ.“- განაცხადა კოლელიშვილმა.
ვიქტორ კოლელიშვილის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმაც ისაუბრა. ახალ ზელანდიელი სპეციალისტის აზრით, ვიქტორი გუნდის ლიდერად ყალიბდება.