„მსოფლიო რაგბიმ“ ქართული რაგბის ისტორიაზე მოკლე დოკუმენტური ფილმი მოამზადა, რომლის სახელწოდებაა „საქართველო – მომავალი სარაგბო ზესახელმწიფო“.
ფილმი 25-წუთიანია და ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე და საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე მოგვითხრობს.