მსოფლიო რაგბი - გიორგი ნემსაძემ ხუთი საუკეთესო მორაგბე დაასახელა
15:57, 02.03.2019
„მსოფლიო რაგბი“ აგრძელებს ვიდეოების სერიას, რომელშიც მსოფლიო თასზე მსოფლიო თასზე მონაწილე გუნდების წევრები ხუთ საუკეთესო მორაგბეს ასახელებენ.
ამჯერად მათ აზრი საქართველოს ნაკრების მხტომელს გიორგი ნემსაძეს ჰკითხეს.
ნემსაძის ხუთეულში საქართველოს ნაკრებიდან ორი მორაგბეა – მამუკა გორგოძე და კონსტანტინე მიქაუტაძე. ორ ქართველთან ერთად საუკეთესოთა შორის მან სტივენ ლუატუა (ახალი ზელანდია), ალუნ ვინ ჯოუნსი (უელსი) და სერჟიო პარისე (იტალია) დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ნემსაძე საქართველოს ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობს და „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში 85 კეპი აქვს მოხვეჭილი.