მსოფლიო პირველობაზე დღეს თუშიშვილი და სომხიშვილი იასპარეზებენ #1TVSPORT
მსოფლიო პირველობაზე დღეს თუშიშვილი და სომხიშვილი იასპარეზებენ #1TVSPORT

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მედლების მოსაპოვებლად მძიმეწონოსნები – გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი იჭიდავებენ.

ტურნირზე თუშიშვილის პირველი მეტოქე უზბეკი ბახტიოროვი იქნება. წარმატების შემთხვევაში კი ქართველი მეორე წრეში, სავარაუდოდ, იაპონელ ტაცურუ საიტოს შეხვდება. +78 კგ-ში კი სოფიო სომხიშვილი მეორე წრეში პოლონელ და ტაივანელ სპორტსმენებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. სომხიშვილის ჯგუფში გამოდის სამხრეთ კორეელი ჰაიუნ კიმი.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები – 12:30, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი იყო. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა.