მსოფლიო მედია მუნდიალზე - ეს ახალი პოტიომკინის სოფელია
მსოფლიო მედია მუნდიალზე - ეს ახალი პოტიომკინის სოფელია

რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს საინტერესო შეფასება მისცა მსოფლიოს მედიამ. ამაზე სხვადასხვა გამოცემიდან ამოკრეფილი ფრაზები მეტყველებს.

Daily Beast, აშშ: „რუსეთის ქუჩებსა და პლაჟებზე არის გაუთავებელი გართობა, მაგრამ ეს უფერულ რეალობას მხოლოდ ნაწილობრივ მალავს“.

Independent, დიდი ბრიტანეთი: „ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მსოფლიო ჩემპიონატი უპრობლემოდ ჩატარდეს, მაგრამ დისკრიმინაცია, ჰომოფობია და კანონები დარჩება“.

Toronto Sun, კანადა: „თქვენ რუსეთში მოგისყიდიან თავიანთი ღირსშესანიშნაობებით, საინტერესო ადგილებითა და შენობებით, მაგრამ პეტერბურგიდან ოთხი საათის სავალზე ნანახი სცენარს არღვევს. იქაური სახლები ბრაზილიური ფაველებისგან დიდად არ განსხვავდება“.

Irish Times, ირლანდია: „მსოფლიო ჩემპიონატი – ეს რუსეთში ახალი პოტიომკინის სოფელია“.

Daily Express, დიდი ბრიტანეთი: „რუსეთი ცდილობს, სიღარიბე დამალოს. პუტინის რეგიონულ ბიუროკრატებს ბრალი ედებათ, რომ ჩემპიონატის გამართვის ადგილები თანამედროვე პოტიომკინის სოფლებს დაამსგავსეს“.