მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მიაჩნია, რომ პეკინის ოლიმპიადის ჩატარება საფრთხეს არ შეიცავს #1TVSPORT
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციათა პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა, რომ პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამართვა კორონავირუსის გავრცელების მხრივ საფრთხეს არ წარმოადგენს.
„როგორც ზაფხულის ოლიმპიადის დროს, ვმუშაობთ ჩინეთის მთავრობასთან და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, რათა წარვუდგინოთ მათ ტექნიკური რეკომენდაციები ზამთრის თამაშების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის, – განაცხადა რაიანმა. – ჩინეთის მთავრობამ შემოიღო მკაცრი ზომები და გამოუშვა რამდენიმე გზამკვლევი, რომელსაც ვაფასებთ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად. დარწმუნებული ვარ, მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით და უკიდურესად მკაცრი ზომების მიღებით, ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ კორონავირუსის გავრცელების რისკს“.