მსოფლიო ჩემპიონატზე კრივში შვიდი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე კრივში შვიდი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

​საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა.

მსოფლიო პირველობაზე,რომელიც სერბეთში 24 ოქტომბერი – 7 ნოემბერს გაიმართება, მონაწილეობას 105 ქვეყნის მოკრივეთა ნაკრებები მიიღებენ.

ტურნირზე საქართველოს სახელით მედლების მოპოვებას შვიდი მოკრივე შეეცდება:

სახილ ალახვერდოვი – 48 კგ

ნოდარ დარბაიძე – 51 კგ

არტიუშ გომციანი – 60 კგ

ლაშა გურული – 67 კგ

გიორგი ხარაბაძე – 75 კგ

არტიომ იორდანიანი – 86 კგ

გიორგი ჭიღლაძე – 92 კგ.