მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ ასპარეზობას #1TVSPORT
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ ასპარეზობას. საქართველოს სახელით მედლებისთვის ოთხი ფალავანი იბრძოლებს – ზურაბ იაკობიშვილი (70კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79), ტარზან მაისურაძე (86) და გენო პეტრიაშვილი (125).
საკვალიფიკაციო და წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30, ნახევარფინალები კი 18:45 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩვენი ნაკრების ორმა წევრმა – ნუგზარ წურწუმიამ (55) და ლერი აბულაძემ (63) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.