მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს #1TVSPORT
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს სამ წონაში 61, 65 და 97 კგ კატეგორიებში გამოვლენ ქართველი ფალავნები. თეიმურაზ ვანიშვილი, ბექა ლომთაძე და გივი მაჭარაშვილი მედლებისთვის ბრძოლას დაიწყებენ და წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, საღამოს ნახევარფინალებში მიიღებენ მონაწილეობას.
დღევანდელი წონების ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 12:30 დაიწყება, ნახევარფინალები კი 19:00 საათზე გაიმართება. ტურნირზე 20:00 საათიდან ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის მირიან მაისურაძე (92კგ) იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა და მსოფლიო ჩემპიონმა ზურამ იაკობიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.